სომეხი გულშემატკივარი: "200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი, ასეთი უპატივცემულობა არსად მინახავს"
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ არენაზე სომხეთი 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
მატჩის შემდეგ მოედანზე ათობით გულშემატკივარი შეიჭრა, რაც შესაძლოა ჩვენს ნაკრებს ძვირად დაუჯდეს და გულშემატკივარი ტრიბუნაზე არ დაიშვას, კონკრეტულად კი საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსა და თურქეთთან პირველ გასამართ მატჩს.
ამ დაძაბულობის შემდეგ, სომხეთის ნაკრების ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ისეთი უპატივცემულობა, რომელიც ქართველმა გულშემატკივრებმა მათ მიმართ გამოიჩინეს, არასოდეს უნახავს.
“სომხეთის გარეთ 200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი, სომხეთში ასობით თამაშზე. ასეთი რამე არ მინახავს. როგორც კი ჩვენი ფეხბურთელები სომხური სექტორისკენ მოვიდნენ თავიან გულშემატიკვრებთან, ჩვენ სრულიად მოულოდნელად, წამებში აღმოჩნდით პლასტმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ.
არ ვიცი ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენს სექტორთან, პირდაპირი გაგებით შეიარაღებული ამ ბოთლებით და ქილებით, ხაზგასმით ვამბობ გაუხსნელით!
გაუხსნელ ბოთლებზე და თავსახურებზე ჩვენს გულშემატკივრებს აკონტროლებდნენ, რანაირად აღმოჩნდა ამ ადამიანების ხელში ასობით გაუხსნელი ბოთლი და ქილა?
გვესვროდნენ ჩვენს ქვემოდან, მოედნიდან და ზემოდანაც, ზედა იარუსიდან, სადაც ქართული სექტორი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამო არენაზე უსაფრთხოება არ არსებობდა საერთოდ, სომხურ და ქართულ სექტორებს შორის, გულშემატკივრებს შორის არც ერთი პოლიციელი არ იყო, ერთიც კი სიმბოლურად. ასეთი რამე არსად არასდროს მინახავს.
სომეხი გულშიმატკივრებს მოგვიწია საათნახევარი ლოდინი სანამ ყველა დატოვებდა დინამოს და მხოლოდ ამის მერე გაგვიშვეს იქედან, უკვე აცივდა საკმაოდ. ამ დროის განმავლობაში ჩვენთან მყოფი ქალები და ბავშვები ძალიან შეშინებული იყვნენ, ზოგი უკიდურესადაც კი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა."
- სომხეთის ნაკრების ერთ-ერთი გულშემატკივარი
მდგომარეობა ასეთია საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევი ეტაპის მატჩებს სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში გამართავს. ჩვენი ნაკრები E ჯგუფშია, სადაც მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს საკუთარ არენაზე გამართავს, სადაც თურქეთს დაუპირისპირდება.
ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “აღნიშნული ქმედების გამო, შესაძლოა სანქციებით დაზარალდეს ჩვენი ნაკრები.