Belive

თუ ხულიან ალვარესის ტრანსფერი არ გამოვა | მიქაუტაძე ბარსელონას ალტერნატიულ სიაშია

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ბარსელონას სატრანსფერო გეგმებში შედის.

დიდი ხანია გავრცელებულია ინფორმაცია, რომ კატალონიური გრანდის მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია. 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ მის დამატებას ბარსა მადრიდის ატლეტიკოდან ცდილობს, თუმცა ტრანსფერი გაჭიანურებულია და ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას შემდეგი სეზონიდან არგენტინის ნაკრების შემტევი.

ბარსელონა რობერტ ლევანდოვსკის წასვლისა და ფერან ტორესის პარი სენ-ჟერმენში პოტენციური გადასვლის ფონზე, ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დარჩენისგან თავის ასარიდებლად ალტერნატივებს განიხილავს. cronicaglobal​-ის ინფორმაციით, ბლაუგრანა ვანგელის პავლიდისთან (ლისაბონის ბენფიკა/საბერძნეთი) და დუშან ვლაჰოვიჩთან (ტურინის იუვენტუსი/სერბეთი) გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურაზეც ფიქრობს. ეს კონკრეტულად გუნდის სპორტული დირექტორის, დეკუს გადაწყვეტილებაა, რომელიც ვილიარეალში ქართველის მიერ გატარებულ სეზონს ძალიან აფასებს.

გიორგი მიქუატაძე სერენში, მეცში, ამსტერდამის აიაქსსა და ლიონში დაგროვებული გამოცდილების შემდეგ "ყვითელ წყალქვეშა ნავს" შარშან ზაფხულში შეუერთდა და გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (15 გოლი, 6 საგოლე პასი) და ლა ლიგაში დაკავებული მესამე ადგილით გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები