Belive

as: "ლივერპული ვალენსიას დათანხმდა, ქართველი იჯარით ვალენსიაში დარჩება"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი "ლივერპულში" როგორც ჩანს უფრო და უფრო რეალური ხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ყოველდღიურად არაერთი სიახლე ვრცელდება და ევროპული მედია ახალ-ახალ დეტალებს გვაცნობს.

უახლესი ინფორმაცია, რომელსაც პოპულარული ესპანური საფეხბურთო მედია საშუალება as გვთავაზობს, ასეთია: "ლივერპული" "ვალენსიას" მოთხოვნას სატრანსფერო თანხის გაზრდასთან დაკავშირებით თანხმდება, საქმიდან "ბორნმუთი" გადის, ქართველი კი ერთწლიანი იჯარით ამჟამინდელ გუნდში ითამაშებს".

ეს მოვლენათა განვითარების ის ვარიანტია, რომელიც სამივე მხარისთვის მისაღებია, როგორც "ლივერპულის", ისე "ვალენსიას" და რა თქმა უნდა, თავად გიორგი მამარდაშვილისთვის.

23 წლის მეკარე, რომელსაც "ბორნმუთში" იჯარის წესით უნდა ეთამაშა, თავის გუნდში დარჩება და იქ მეოთხე სეზონს გაატარებს.

სხვა სტატიები