Belive

"ევროპის საუკეთესო გუნდის ლიდერია" - ბერძენი ჟურნალისტის ინტერვიუ, რომელმაც კვარას პირველი ადგილი არგუნა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოსთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველი ჟურნალისტის, ვახტანგ ბზიკაძის გარდა, ერთადერთი ქვეყნის წარმომადგენელმა, ბერძენმა, მანოს სტარამოპულოსმა დაუჭირა მხარი.

გამოცდილ ჟურნალისტს, რომელიც ოქროს ბურთის ცერემონიალზე ხმას 1988 წლიდან აძლევს, თანამემაულე კოლეგა, აკის კაცუდასი ესაუბრა. მანოს სტარამოპულოსმა ხმის მიცემის მოტივაციაზე და ხვიჩა კვარაცხელიას გავლენაზე საფეხბურთო სამყაროში ისაუბრა.

„კვარაცხელია, ეს გამორჩეული ქართველი ვინგერი, იყო თავისი გუნდის, ევროპის ჩემპიონის, საკვანძო და ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი. მთელი სეზონის განმავლობაში მისი საერთო თამაშის წყალობით, მან ხელი შეუწყო გუნდს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე პოზიციის შენარჩუნებაში. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მან მოიპოვა პენალტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალის წინააღმდეგ.

შემდეგ, უეფას სუპერთასის ფინალში ასტონ ვილას წინააღმდეგ, მან კიდევ ერთხელ გაკვალა გზა გამარჯვებისკენ და ფანტასტიკური გოლი გაიტანა პარი სენ-ჟერმენის 2:1 გამარჯვებაში.

კიდევ ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ ფეხბურთელი, ისევე როგორც სპორტსმენი, ჟურნალისტი, მომღერალი ან სხვა საზოგადო მოღვაწე, მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს და კვარაცხელია მისაბაძი მაგალითია.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მისთვის პირველი ადგილის მინიჭება. მესმის, რომ ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ ჟურნალისტზე შეიძლება გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ქართველს არ აქვს იგივე რეპუტაცია ან მუდმივი მედია ყურადღება, რაც მბაპეს, ჰარი კეინს, მესის ან რონალდუს", - ამბობს მანოს სტარამოპულოსი.

ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე მე-6 პოზიცია დაიკავა, რაც ყველა დროის საუკეთესო ქართული შედეგია.

სხვა სტატიები