როლანდ შალაი: "დარწმუნებული ვარ, საქართველოდან 3 ქულით დავბრუნდები"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უნგრეთის ნაკრებისა და სტამბოლის გალათასარაის მარჯვენაფლანგელი, როლანდ შალაი საქართველოსთან მოახლოებული შეხვედრის წინ საუბრობს და აღნიშნავს, რომ თბილისში განსაკუთრებული მოგონებების შესაქმნელად მოდის.
"ტრავმის პერიოდში, ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვიყავი და რა თქმა უნდა, ჩვენს მატჩებს ვადევნებდი თვალს. თანაგუნდელებთან კონტაქტს არ ვწყვეტდი, პარალელურად კი დილიდან საღამომდე რეაბილიტაციას გავდიოდი, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი.
ხშირად ვფიქრობ, რომ აღარც ისეთი ახალგაზრდა ვარ, მომავალ წელს 30 წლის გავხდები. მიუხედავად ამისა, ვცდილობ, თითოეულ მატჩზე ვფოკუსირდე და მაქსიმუმი გავიღო. საქართველოს ნაკრებთან ჯერ არ მითამაშია, მაგრამ იმედი მაქვს, შაბათის შეხვედრა სამუდამოდ დამამახსოვრდება. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი შედეგს მივაღწევთ და სახლში სამი ქულით დავბრუნდებით.
საბედნიეროდ, ისეთი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე წარმატებით თამაში შეუძლია, ზუსტად ამას გავაკეთებ ახლაც", - ამბობს უნგრეთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს: 14-ში უნგრეთთან საშინაო კედლებში, ხოლო 17-ში, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.