ჩეხები და გერმანელები | საქართველო - უნგრეთის მატჩის არბიტრი ცნობილია
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უნგრეთს უმასპინძლებს.
მატჩის მთავარი არბიტრი ჩეხი, ონდრეი ბერკა იქნება, გვერდითი მსაჯები მატეი ვიჩეკი, ჰამილ ჰაჩეკი მეოთხე მსაჯი კი ონდრეი პეჩანეჩი იქნება. VAR-ის ოთახში გერმანელ საშა შტეგემანი იმუშავებს, მისი ასისტენტი კი მიროსლავ ზელინკა იქნება.
საქართველოს ნაკრებმა უნგრეთს 14 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა უმასპინძლოს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.