Eurosport: "არტისტებმა გაიბრწყინეს: კვარამ და ჟორჟმა გაილაღეს"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული ევროპული მედია საშუალება eurosport გასული სათამაშო კვირის გამორჩეულ ფეხბურთელებზე საუბრობს, სადაც საქართველოს ნაკრების ვარსკვლავები, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ხვდებიან.
"ლიგა 1-ში გასულ დღეებში, არტისტებმა გაიბრწყინეს. "პსჟ-ში" ხვიჩა კვარაცხელიამ გამოანათა, "ლიონში" კი ტიაგო ალმადას და გიორგი მიქაუტაძის დუეტმა გაილაღა.
ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ს" სამ მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ მეოთხე შეხვედრა საამისოდ სწორი დრო გამოდგა. 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას 75 მილიონ ევროდ შეძენილი ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლი გადამწყვეტი გამოდგა, რადგან ამან ლუის ენრიკეს გუნდს შესაძლებლობა მისცა "მონაკოსთან" უპირატესობა დაებრუნებინა.
ხელოვანის სადებიუტო გოლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკის დემონსტრირება კვარამ ასეთ მცირე სივრცეში შეძლო. კვარამ ახალი ეპოქის დაბადების მოწმობას ხელი ხელოვნებისა და საკუთარი სტილის ჩვენებით მოაწერა", - წერს eurosport.
eurosport "ლიონის" მიერ "რეიმსის" კარში გატანილ მესამე გოლსაც ეხმაურება, რომელშიც გიორგი მიქაუტაძის წვლილი საკმაოდ დიდია.
"ტიაგო ალმადა და გიორგი მიქაუტაძე, ბურთთან შეხების გარეშე საუცხოო შთაგონებით ქმნიან გოლს. ზოგჯერ არის მომენტები, როცა ბურთთან შეხების გარეშეც კი ფეხბურთელი ისეთ ფინტს გვთავაზობს, რომ ეს საგოლე პასს უდრის. მართალია საგოლე პასი მალიკ ფოფანას ჩაეწერა, ხოლო გოლი რაიან შერკის, მაგრამ ძნელია თქვა, რომელ ფეხბურთელს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის ამ გატანილ გოლში. ტიაგო ალმადამ და გიორგი მიქაუტაძემ ამ სილამაზის მიღწევის ესთეტიკურ ნოტში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. ორმა ფეხბურთელმა ერთდროულად ბრწყინვალე შთაგონება მიიღო, რომ ბურთი გაეტარებინა და თანაგუნდელს მხოლოდ ზუსტად დარტყმის შესრულებაღა ჰქონოდა დავალებული. ეს ინდივიდუალური შთაგონების მომენტია", - წერს eurosport.
გიორგი მიქაუტაძემ "რეიმსთან" ამ სეზონში ლიგა 1-ში მეხუთე გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირზე ეს 24 წლის ფეხბურთელისთვის მეცხრე გოლია. ამასთან ერთად, ქართველის აქტივში კიდევ 2 საგოლე პასია. ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" უკვე თითო-თითო გატანილი ბურთი და საგოლე პასი აქვს.