Belive

წინსვლა მსოფლიო რეიტინგში: საქართველოს ნაკრებმა პოზიცია შეიცვალა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდა. FIFA-მ 10 ივლისს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისა და კოკა-კოლას რეიტინგში 68-დან 67-ე ადგილზე აიწია.

ჩვენი ქვეყნის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა ივნისის თვეში ორი ამხანაგური მატჩი გამართა: 5 რიცხვში, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, ფარერის კუნძულების ნაკრებთან 1:0 და 8-ში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კაბო ვერდესთან 1:1.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბერში ჩაერთვება და ორ საშინაო შეხვედრას გამართავს: 4 რიცხვში თურქეთის, ხოლო 7-ში ბულგარეთის პირისპირ.

სხვა სტატიები