რამაზ სვანაძე: ,,არავინ არაფერს დათმობს, რათა ეს დღეები გაგრძელდეს''
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში პოლონეთთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციას მართავს.
,,მეც გილოცავთ ამ გამარჯვებას. რაც შეეხება ლომინაძეს, მისი ტრავმა მოსალოდნელი იყო, რის გამოც რუმინეთთან არ ითამაშა. მაგრამ ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ სერიოზული არ უნდა იყოს.
რა ვუთხარი მოთამაშეებს თამაშამდე? ასეთ დროს ყველაფერი დამუშავებული უნდა იყოს. მაგრამ თუ მოთამაშეებს ძლიერი ხასიათი არ ექნებათ, ამ დავალებების შესრულება რთულია.
ანუ წინა რიგში ხასიათი გამოდის და მერეა სტრატეტია. იმედია, ასეც გავაგრეძელებთ. მე არ მეგულება ფეხბურთელი, რომელიც თამაშს რომელიმე მონაკვეთში დათმობს. გაშებული გოლის შემდეგ უპირატესობა პოლონეთისკენ გადაიხარა. სწორედ აქ გამოჩნდა ჩვენი ხასიათი.
რამდენიმე ბავშვური ყვითელი ბარათი მივიღეთ. არასაფეხბურთო გაფრთხილებას ვერ გავამართლებ და ამაზე ხვალ გვექნება საუბარი. მაგრამ მათი ასაკი და ემოციებია გასათვალისწინებელი. თუმცა, დანაკლისების შემდეგ თითოეულ მოთამაშეს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს.
პოლონეთ ისეთი იყო, როგორსაც ველოდით - სწრაფი, ათლეტური და აგრესიული გუნდი. ჩვენი დავალებები 80 პროცენტით შევასრულეთ. ეპიზოდში პენალტის შემდეგ უპირატესობა ხელიდან გავუშვით. მაგრამ საბოლოოდ თამაში მაინც ჩვენი ჩანაფიქრით წარიმართა.
უსახელო გუნდი გვიწოდეს? ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე წელია ვიგებთ, ეს ის გუნდია, რომელმაც ევროსაგზური თავისი თამაშით მოიპოვა. ერთი ვიცი, არავინ არაფერს დათმობს, რათა ეს დღეები გაგრძელდეს - რადგან ეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება. ეს უსახელო გუნდი მათ თვალწინ ამტკიცებს, რომ მისთვის სულერთია, ვის ეთამაშება.
კარგი შედეგია, რომ მეორე მატჩი ფრედ დასრულდა, საქართველოს ნაკრები კი ლიდერდია. ახლა მთავარია, ძალები სწრაფად აღვიდგინოთ. არ შემიძლია საზონოვი არ აღვნიშნო, დიდი ხნის პაუზის შემდეგ 90 წუთი ითამაშა, როდესაც მისთვის ეს არ შეიძლებოდა. ეს შემართებაა, რაც ჩვენ ძალას გვმატებს და იმედია, ეს დიდხანს გაგრძელდება“. - ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მეორე ტურის მატჩს საფრანგეთთან, 14 ივნისს, კვლავ ჟილინაში გამართავს.