Belive

EURO 2024-ის გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას პოსტი მიუძღვნა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას პოსტი მიუძღვნა.

UEFA EURO 2024-ის ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ბოლოდროინდელი გამორჩეულად კარგი სათამაშო ფორმის შესახებ დაწერა: "ხვიჩა კვარაცხელია ბოლო ოთხ მატჩში გუნდსა და ნაკრებში - 4 გოლი, 1 საგოლე პასი".

22 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში ჩატარებულ 10 მატჩში 3 გატანილი გოლი და 3 საგოლე პასია.

სხვა სტატიები