ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი საფრანგეთში ითამაშებს
11 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და გასული ორი გათამაშების ბომბარდირი, ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს და წერს, რომ 27 წლის ფორვარდი კარიერას ლიგა 2-ის გასავარდნ ზონაში მყოფ "ვალენსიენის" შემადგენლობაში გააგრძელებს. აღნიშნულ გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანკავა 2021 წლის იანვრიდან ივლისამდე თამაშობდა.
ფლამარიონი "დინამო ბათუმს" 2017 წელს, ჯერ კიდევ რანგით მეორე ლიგაში გამოსვლის დროს შეურთდა, ორჯერ ქვეყნის ჩემპიონი, სუპერ თასის გამარჯვებული გახდა და დავით ყიფიანის სახელობის თასის ვერცხლის მედალსაც დაეუფლა. მან 183 მატჩში 85 გოლის გატანა და 24 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.