Belive

შოთა არველაძემ კარაგუმრუქში პირველი მატჩი მოიგო

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ "კარაგუმრუქის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო.

ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, რომელშიც ქართველის გუნდს გოლიც არ ჰქონდა გატანილი, "კარაგუმრუქმა" - "კაისერისპორს - 4:1 აჯობა და 3 ქულა 1 დეკემბრის შემდეგ პირველად მოიპოვა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში ამჟამინდელი მეტოქე ერთ-ერთი პირველი გუნდი იყო, რომელშიც 2010-12 წლებში მუშაობდა.

"კარაგუმრუქი" 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 20 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 2 საფეხურით უსწრებს. შემდეგ მატჩს შოთა არველაძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხე ადგილზე მყოფ "ბეშიქთაშთან" გამართავს.

სხვა სტატიები