footmercato: "მიქაუტაძეს რომაში ტრანსფერი არ სურს"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და ლიონის "ოლიმპიკის" ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატება "რომას" სურს.
ქართველი ფეხბურთელის დამატება დედაქალაქელებს დიდი ხანია სურთ და ახლა ამ ტრანსფერისთვის კიდევ ერთხელ გააქტიურდნენ.
როგორც footmercato წერს, 24 წლის ქართველი ფეხბურთელის სურვილი "რომაში" გადასვლა არ არის და მას ლიონის "ოლიმპიკში" დარჩენა სურს.
გიორგი მიქაუტაძისთვის "ლიონი" ერთ-ერთი საწყისი პროფესიონალური გუნდია, რომელშიც 2024 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის ოქროს ბუცის მოგების შემდეგ დაბრუნდა და ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად კონკურენციასა და როტაციაში მონაწილეობს. მან 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.