Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ჩვენ ჩემპიონები ვართ და ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეექვსე ტურში, პსჟ-მ ბილბაოს ატლეტიკთან სტუმრად ითამაშა და უგოლო ფრის შემდეგ ქულა მოიპოვა.

კვარამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ნათამაშებ დროში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. კვარას გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა მისმა თანაგუნდელმა ბრედლი ბარკოლამ, მას სრულიად ცარიელ კარში მარტო ყოფნის დროს პასი არ გაუკეთა.

ნულოვანი ფრის შემდეგ, 24 წლის ქართველმა შემტევმა მატჩი შეაფასა.

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ყველა გუნდი ძალიან კარგია და ყველა თავის მაქსიმუმს ცდილობს, სწორედ ამიტომ ამისთვისაც ვიყავით მზად. ფრედ ვითამაშეთ, რადგან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ ჯერზე ყველაფერი უკეთ უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ ვართ პარიზი, ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და ყველა თამაშში გვინდა გამარჯვება. თუნდაც სტუმრად ვითამაშოთ, ფრე არ გვიხარია. ყველა თამაშში გამარჯვებისთვის მივდივართ და როცა თამაშს ფრედ ვასრულებთ, ეს ჩვენთვის უარყოფითი შედეგია." - ხვიჩა კვარაცხელია

პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში 13 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 2026 წლის 21 იანვარს, გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის სპორტინგთან გამართავს.

სხვა სტატიები