Belive

ემილ ჰესკი: "სალაჰის შემცვლელად ჩემი რჩეული ხვიჩა კვარაცხელიაა"

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, ემილ ჰესკი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. ლესტერის, ბირმინგემ სიტის, უიგან ატლეტიკის, ასტონ ვილას, ნიუკასლ ჯეტსისა და ბოლტონის ვეტერანი ცენტრალური ფორვარდი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი ლივერპულში მოჰამედ სალაჰის მთავარ შემცვლელად განიხილება.

"შეუძლებელია პირდაპირ ჩაანაცვლო ფეხბურთელი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ყოველ სეზონში 20-დან 30 გოლამდე იტანს.

თუ სალაჰისგან განსხვავებული ფეხბურთელი გჭირდებათ, ჩემი რჩეული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც თამაშში განსხვავების შექმნა შეუძლია", - ამბობს 48 წლის ინგლისელი.

მოჰამედ სალაჰი ლივერპულში 2017 წლის ზაფხულის შემდეგ თამაშობს და 429 მატჩში 252 გოლი აქვს გატანილი და 121 საგოლე პასი გაკეთებული. მან მერსისაიდულ გრანდში ორჯერ პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასოციაციის თასი და სუპერ თასი მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები