"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძე ბარსელონას ინტერესზე საუბრობს
6 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და ვილიარეალის ცენტრალური მცველი, გიორგი მიქაუტაძე გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბარსელონას ინტერესის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ კატალონიური გრანდის გულშემატკივარია.
"ეს სასიამოვნოა და კიდევ უფრო მეტად მამოტივირებს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სამუშაო კარგადაა შესრულებული. ამის გარდა, ჩავი-ინიესტა-ბუსკეტსის დროიდან და MSN-ის (მესი-სუარესი-ნეიმარი) შემდეგ, ბარსას გულშემატკივარი ვარ. მაგრამ ამაზე ზედმეტად არ მიფიქრია. სეზონის წინა მოსამზადებელ პერიოდზე ვიყავი კონცენტრირებული.
მინდა, რომ ყველა მატჩში ვითამაშო, ძირითადი შემადგენლობის წევრი ვიყო და დავამტკიცო, რომ დიდი თავდამსხმელი ვარ. როდესაც ეს ასე არ არის, ან ნაადრევად გცვლიან, იმედგაცრუებული ვრჩები.
დიდ კლუბში თამაშის ჩემი ოცნება? ფეხბურთის თამაში ზუსტად ამ მიზნით დავიწყე. მინდა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასვლა გამოვცადო. 26 წლის ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიდ კლუბში გადასასვლელად მზად ვარ. ამისთვის ყველაფერი მაქვს და ვცდილობ, ეს ყოველ ჯერზე ვაჩვენო. ალბათ, უბრალოდ ცოტა მეტი დრო მჭირდება", - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
გიორგი მიქაუტაძეს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული. 26 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლა ლიგაში მე-8 ადგილს იკავებს.