Belive

"დე ლაურენტისის რევოლუციური გეგმა: ახალი გუნდი კვარას გარშემო" - იტალიური მედია ნაპოლის მომავალზე

1 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. კონკრეტულად, საქმე ეხება მასსა და იტალიის მოქმედ ჩემპიონს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას და იმას, რომ ახალი სეზონიდან, 23 წლის ქართველი ნეაპოლელთა საფეხბურთო რევოლუციის ღერძი გახდება.

საქმე ისაა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, უდიდესი ალბათობით, გუნდის საუკეთესო მეგოლე გასულ წლებში, ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიდან" გაემგზავრება. მასთან ერთად, სავარაუდოდ, პიოტრ ზიელინსკი და რამდენიმე იტალიელი ფეხბურთელიც გუნდს შეიცვლის. რაც შეეხება განახლებულ შემადგენლობას, აქ გუნდის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის უშუალო სურვილია, რომ მთავარი ფიგურა, რომლის გარშემოც ახალი ბირთვი უნდა აშენდეს, ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიასთვის კონტრაქტის განახლება იგეგმება, რომელიც მას გაუმჯობესებულ ფინანსურ პირობებს სთავაზობს და ასევე, მისი დარღვევის შემთხვევაში, გადასახადს აწესებს.

მედია საუბრობს იმის შესახებაც, რომ ქართველი ფეხბურთელის შემთხვევა მსგავსი იქნება ნიგერიელი თავდამსხმელის, ოღონდ ჩვენებურის შემთხვევაში, თანხა გაცილებით უფრო მაღალი იქნება.

აურელიო დე ლაურენტისსს სურს, რომ ისეთივე რევოლუციური გეგმა შეიმუშაოს, როგორიც 2 წლის წინ და რომელმაც, ლუჩიანო სპალეტის და კრისტიანო ჯუნტოლის ფუნდამენტური მონაწილეობით გუნდს ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინა.

ამ მომენტისთვის, "პარტენოპეის" იტალიის სერია A-ში 32 მატჩის შემდეგ 49 ქულა აქვს და მერვე პოზიციას იკავებს, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებისთვის მეხუთე ადგილზე გასვლაც საკმარისია, მხოლოდ ევროზონაში მოსახვედრად კი შესაძლოა გუნდს მეშვიდე პოზიციაც ეყოს.

სხვა სტატიები