Belive

L'Equipe: "ბიუროკრატიული პრობლემის გამო, კვარაცხელიას პარიზში ჩასვლა გადაიდო"

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართული ფეხბურთის, "ნაპოლისა" და "პსჟ''-ს ქომაგები უახლოეს პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გაოფიციალურებას მოუთმენლად ელიან.

23 წლის ქართველი ვარსკვლავი ნეაპოლურ გუნდში გატარებული ბრწყინვალე ორწელიწადნახევრის შემდეგ "პსჟ''-ს უნდა შეუერთდეს და როგორც ყველა ავტორიტეტული ევროპული საფეხბურთო მედია საშუალება ამტკიცებს, ყველანაირი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

უახლესი ინფორმაციების მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია 16 იანვარს დილით კერძო თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო, სამედიცინო შემოწმება გაევლო და "პსჟ''-სთან კონტრაქტისთვის ხელი მოეწერა, მაგრამ ეს მოგვიანებით, 17 იანვარს მოხდება.

L'Equipe-ის ცნობით, გუნდებს შორის ბიუროკრატიული საკითხები ჯერ არ არის დაზუსტებული და დოკუმენტაციის გაცვლის გამო, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიდან გაფრენა ყოვნდება.

ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი "პსჟ''-ს 75 მილიონი ევრო დაუჯდება, ყოველწლიურად კი 9 მილიონი ევროს გასამრჯელოს მიიღებს.

სხვა სტატიები