ლიონის მფლობელმა გალათასარაის მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით უპასუხა
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლიონის "ოლიმპიკის" მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის "გალათასარაიში" ტრანსფერთან დაკავშირებული ინფორმაციების შესახებ ისაუბრა.
ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელიც თავისი კომპანიის ("იგლ ფუტბოლ გრუპი") ფარგლებში, "ლიონთან" ერთად, "კრისტალ პალასის", "ბოტაფოგოს", "მოლენბეკისა" და "ფლორიდას" მფლობელიცაა, აღნიშნა, რომ "გალას", "ბეშიქთაშის" და სხვა თურქული გუნდების ხელმძღვანელებს საკმაოდ უხეშად უპასუხა.
"რამდენიმე თურქულმა გუნდმა ჩვენი დიდებული ფეხბურთელებისთვის სასაცილო თანხები შემოგვთავაზა, რადგან თვლიდნენ, რომ ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ. ვუთხარით, რომ გაე**ათ", - ამბობს ჯონ ტექსტორი.
გიორგი მიქაუტაძეს "ლიონში" დაბრუნების შემდეგ ყველა ტურნირზე 23 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 7 გოლი გატანილი, ასევე მის აქტივში საგოლე პასიცაა, რაც შეეხება თავად გუნდს, "ოლიმპიკი" 17 ტურის შემდეგ დაგროვებული 28 ქულით ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს.