dailymail: "კვარა ქართველი ჯორჯ ბესტია და მას შეუძლია ლივერპულთან გადამწყვეტი როლი ითამაშოს"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია საშუალება dailymail უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ლივერპულსა" და "პსჟ-ს" შორის გასამართი საპასუხო მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
ბრიტანელები წერენ, რომ 24 წლის ქართველს შეუძლია ამ დუელის გადამწყვეტი ფიგურა გახდეს.
ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-ს" ქართველი ჯორჯ ბესტია, რომელსაც შეუძლია, რომ "ლივერპულთან" მატჩში გადამწყვეტი ფიგურა გახდეს.
2020 წლის ზაფხულში, "ბრაიტონის" საწვრთნელ ბაზაზე დასაქმებულ პერსონალს შორის მზარდი აღელვება იგრძნობოდა. ამის მიზეზი გუნდის მფლობელის, ტონი ბლუმის ჩამოყალიბებული სკაუტური სისტემაა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთს იზიდავს.
მათ ისეთი ფეხბურთელების მოძებნა და შემდეგ სარფიანად გასხვისება მოახერხეს, როგორებიც მოისეს კაისედო, ალექსის მაკ ალისტერი და მარკ კუკურელია არიან.
"ბრაიტონმა" ასევე რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე იმ დროს 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი გამოხატა, რომელიც "პსჟ-მ" "ნაპოლიდან" მცირე ხნის წინ, 80 მილიონ ევროდ დაიმატა. შემდეგ, "ბრაიტონმა" კაურო მიტომა დაიმატა", - წერს dailymail.
საწყისი მატჩი ინგლისელებმა (1:0) მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი "ლივერპულს" 12 მარტს შეხვდება. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.