"მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა" - ჩაკვეტაძე პრემიერ ლიგის კანდიდატების სიაში ხვდება
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული მედია საშუალება New York Times და The Athletic საინტერესო სტატიას აქვეყნებენ. იმ ფეხბურთელების მოკლე ჩამონათვალში, რომლებიც ინგლისის ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში გადასასვლელად მზად არიან, გიორგი ჩაკვეტაძის სახელს და გვარსაც ვხვდებით.
"25 წლის გიორგი ჩაკვეტაძე კოჭებამდე ჩაწეული გეტრებით უმეტესად ნახევარდაცვაში თამაშობს. ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელსაც ფლანგზე თამაშიც შეუძლია, საქართველოს ნაკრებში ევრო 2024-ზე, მათ სადებიუტო დიდ ტურნირზე ითამაშა.
თავისი ქვეყნის საფეხბურთო გუნდისა და უოტფორდის სათამაშო სისტემის განუყოფელი ნაწილია და მისი თამაშის ხილვა სასიამოვნოა, როცა სწრაფი დრიბლინგით მეტოქეებს შორის გადაადგილდება.
მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში ჩაკვეტაძის გოლებისა და საგოლე პასების მაჩვენებელი მაღალი არ გახლდათ და ეს კომპონენტი გაუმჯობესებას საჭიროებს, თამაშის შეფასება ყველაზე კარგად მისი ვნებით და შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობით შეიძლება", - წერს athletic.
გიორგი ჩაკვეტაძემ შემოწმება გაიარა და ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდისთვის უოტფორდს შეუერთდა. ლესტერის, ასევე პრემიერ ლიგაში დაწინაურებული გუნდების მიერ ქართველი ფეხბურთელის დამატების სურვილის შესახებ ბრიტანულ მედიაში აქტიურად საუბრობენ.