corrieredellosport: "კვარა პროფესიონალია და საკუთარ მომავალში ინვესტიციას დებს"
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული იტალიური საფეხბურთო მედია საშუალება corrieredellosport-ი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მის დადებით თვისებებზე საუბრობს.
"კვარა, სულ რაღაც 22 წლისაა. პირველივე სეზონში, მან შეძლო იმ ტიტულის მოპოვება, რომელიც მანამდე "ნაპოლიში" მხოლოდ დიეგო მარადონას ჰქონდა მოგებული.
სეზონის ბოლოს კი, ოქროს ბურთის საუკეთესო ოცდაათეულშიც მოხვდა.
კვარა, შესანიშნავი პროფესიონალია. მან არ მისცა საშუალება კონტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებსა და დაბალ ხელფასს, მისთვის ხელი შეეშალა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი შრომისა და თავდადებისთვის, ხელფასი ნამდვილად ძალიან დაბალია. თუმცა, კვარა ზრდასრული, თავისი საქმის პროფესიონალია.
მან იცის, რომ ფეხბურთელის კარიერა ინდივიდუალური ბიზნესია, ამიტომაც საკუთარ თავში ინვესტირებას ახდენს. ის ახალგაზრდაა, წინ იყურება. იცის, რომ საფეხბურთო ცხოვრება გრძელია და თავისი მომავლისთვის ყოველდღიურად, მუხლჩაუხრელად მუშაობს", - წერს იტალიური მედია საშუალება.
საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევს 2023/24 წლების სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 11 მატჩში 3 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.