Belive

უკრაინის ნაკრებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B1 ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრებთან უკრაინას რუსლან მალინოვსკი ვერ დაეხმარება. უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთი, გამორჩეულად ნიჭიერი თაობის წარმომადგენელმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და დიდია შანსი, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის მიღება საერთოდ ვერ შეძლოს.

კონკრეტულად, "ჯენოას" შემტევნახევარმცველს ოპერაციის გადატანაც მოუხდა, ხოლო მკურნალობა და აღდგენითი პროცესი შესაძლოა გაზაფხულამდე გაიწელოს.

გენუელები 31 წლის ფეხბურთელის უთამაშებლობის პერიოდში, გუნდის გაძლიერებას მისივე თანამემამულე, ვიქტორ კოვალენკოთი აპირებენ. ის დონეცკის "შახტარის" აღზრდილია, იტალიაში კი 2021 წელს "ატალანტაში" გამოჩნდა და მას შემდეგ, "სპეციასა" და "ემპოლიში" გახლდათ განათხოვრებული. ამჟამად კი,თავისუფალი აგენტია.

საქართველოს ნაკრები 2 გამარჯვებით ჯგუფს ლიდერობს და უკრაინას 11 ოქტომბერს, სტუმრად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები