Belive

ანტონიო კონტე სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სექტემბრის თვეში, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე სერია A-ში მწვრთნელად დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ძალიან კარგი სეზონის სტარტი აქვს: საწყის ტურში წაგების შემდეგ, "ნაპოლიმ" 4 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა ("იუვენტუსთან") და გათამაშებას ლიდერობს. კარგი შედეგები გამოცდილი მწვრთნელის ჯილდოებშიც აისახება, რომელიც თვის საუკეთესო მწვრთნელად კარიერაში სადებიუტოდ დასახელდა.

აღნიშნული ჯილდო მწვრთნელებს 2021/22 წლების სეზონის შემდეგ ენიჭებათ, შესაბამისად, ანტონიო კონტეს კი ამ პერიოდში სერია A-ში არ უმუშავია. სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ სამმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ტიაგო მოტამ და ლუჩიანო სპალეტიმ მოიპოვეს.

სხვა სტატიები