Belive

corriere dello sport: "ნაპოლი პსჟ-ს უარს ეუბნება და კვარას გაშვებას არ აპირებს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია, მათ შორის პოპულარული, Corriere dello sport საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სიახლეს ავრცელებს.

კონკრეტულად, საუბარია იმის შესახებ, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ინტერესზე "პსჟ-ს" უარი უთხრეს. იტალიის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონის ხელმძღვანელებმა 100 მილიონი ევროს შემოთავაზებაზე უარი თქვეს და ხვიჩა კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებენ.

ქართველი ფეხბურთელის გუნდში შენარჩუნების სურვილი ანტონიო კონტეს აქვს, რომელიც "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელობის უპირველესი კანდიდატია და სავარაუდოდ, მისი დანიშვნა მალე საჯარო გახდება.

გასულ კვირებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პსჟ" ხვიჩა კვარაცხელიას დამატების ყველაზე აქტიური მსურველია და გუნდის ხელმძღვანელობა მზად არის ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 34 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტის მოპოვება შეძლო. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, აქ მან 8 შეხვედრაში 1 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები