Belive

La Gazzetta dello Sport: "კვარას კონტრაქტზე გადამწყვეტი შეხვედრა სავარაუდოდ ნოემბერში შედგება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

La Gazzetta dello Sport საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ სიახლეს ავრცელებს. მათი თქმით, ნოემბერში, გადამწყვეტი შეხვედრა შედგება, სადაც ყველაფერი სრულფასოვნად გადაწყდება.

"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასთან არსებული კონტრაქტის განახლებას აპირებს. ქართველი ფეხბურთელის მენეჯერი, მამუკა ჯუღელი გასულ ტურში "მონცასთან" მატჩზე იმყოფებოდა და მასსა და გუნდის ახალ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას შორის არაოფიციალური შეხვედრაც შედგა. ამავე დროს, აურელიო დე ლაურენტისთან ერთად საერთო, ოფიციალური შეხვედრაც დაინიშნა. შეხვედრა ოქტომბრის მიწურულსა და ნოემბრის საწყის დღეებში, მილანში ორი გასვლითი მატჩის შუალედში ("მილანთან" 29 ოქტომბერს და "ინტერთან" 10 რიცხვში) უნდა შედგეს.

ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასაც სურს, რომ საკითხი მალე გადაწყდეს და ფეხბურთელმა მიიღოს ისეთი კონტრაქტი, როგორსაც იმსახურებს. გასული შეხვედრის დროს, მხარეებს სახელფასო საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, სავარაუდოა, რომ ახლა ისინი შეთანხმდებიან", - წერს La Gazzetta dello Sport.

"ნაპოლი" სერია A-ში ლიდერობს და ჩემპიონატს დამაჯერებლად იწყებს, ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში კი ამ დროისთვის უკვე გატანილი 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

სხვა სტატიები