Belive

Corriere dello Sport: "მადრიდს ბელინგემისა და კვარას ორთაბრძოლა გაანათებს"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა იტალიურმა საფეხბურთო მედია საშუალება Corriere dello Sport-მა საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

კონკრეტულად, იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის მადრიდის "რეალთან" შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ორი მთავარი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯუდ ბელინგემის ორთაბრძოლა იქნება.

"ამ საღამოს, მადრიდს ოქროს ბურთის ორი ნომინანტი გაანათებს. ახალგაზრდა ინგლისელმა ფენომენმა "რეალის" მაისურით 15 გოლი გაიტანა და ამ გუნდის ლეგენდებს, ლა ლიგაში 21-ე საუკუნეში ყველაზე სწრაფად გატანილი გოლების რაოდენობით (11) გადაასწრო - მათ შორის კრიშტიანუ რონალდუს, ალფრედო დი სტეფანოსა და ფერენც პუშკაშს გაასწრო.

მეორე მხარეს, მსოფლიო საუბრობს საქართველოს ციდან წამოსულ წვიმაზე, რომლის სახელიც მის მშობლიურ სამეგრელოში ითარგმნება როგორც "ვარსკვლავი, ბრწყინვალება", - წერენ იტალიაში.

"ნაპოლი" - "რეალს" სტუმრად, "სანტიაგო ბერნაბეუზე", 30 ნოემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები