Belive

ირაკლი აზაროვი უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი, უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

Sport Arena-ის ვერსიით, 22 წლის ფეხბურთელი საუკეთესო თერთმეტეულში ორ თანაგუნდელთან ერთად მოხვდა. მის გარდა, დონეცკის "შახტარს" არტემ ბონდარენკო და ალექსანდრ ზუბკოვი წარმოადგენენ.

"ირაკლი აზაროვს უკრაინის ჩემპიონატში კარიერის საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ "რუხის" მცველებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. ამ გამარჯვებაში ირაკლის წვლილი უდავოა. უბრალოდ გავიხსენოთ მომენტი, როცა გაბედულად წავიდა წინ, დაცვას აჯობა, შემდეგ კი ზუბკოვმა ეპიზოდი დააგვირგვინა", - წერს Sport Arena.

ირაკლი აზაროვს 2023/24 წლების სეზონში დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში 26 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები