Belive

ბრიტანული მედია: "ლივერპულში ლუის დიასის შემცვლელად კვარას მოიაზრებენ"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლივერპულური მედია საშუალება rousingthekop, რომელიც "ლივერპულის" შიდა სიახლეებს აქტიურად ავრცელებს, წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ გუნდში, ახალი სეზონიდან ლუის დიასის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

"ამ ზაფხულს "ლივერპულში" ბევრი ცვლილება იქნება, ახალი მწვრთნელის მოსვლა კლუბში, ყოველთვის სიახლეებთანაა დაკავშირებული. ასე იქნება მერსისაიდულ გუნდში, რომელშიც მხოლოდ იურგენ კლოპი კი არა, მისი სამწვრთნელო გუნდის წევრები და შესაძლოა, ფეხბურთელებიც შეიცვალონ.

ასეთ დროს, ფეხბურთელები თავიანთ კარიერულ მომავალზე აქტიურად ფიქრობენ. ერთ-ერთი ასეთი მთავარი კი ლუის დიასია, რომელიც შეიძლება თავსატეხის წინაშე აღმოჩნდეს. The telepraph-ის ინფორმაციით, მისი დამატება "პარი სენ-ჟერმენს" აინტერესებს და დიდი შანსია, ის ზაფხულში "ლივერპულიდან" ფრანგულ გრანდში გადავიდეს.

ლუის დიასი გასული ორი წლის განმავლობაში "ლივერპულში" თამაშობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას კარგი მომენტები ჰქონდა, მაგრამ გასულ ხანებში არც ისე ეფექტურია, ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და გადამწყვეტ ფაქტორს ვერ ასრულებს ხოლმე. შესაბამისად, შეთავაზების არსებობის შემთხვევაში ის აუცილებლად უნდა დაფიქრდეს.

რაც შეეხება "ლივერპულში" მის შემცვლელს, როგორც ჩანს, გუნდში მისი ვინაობა უკვე იციან. "ლივერპულში" დიასის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა შემცვლელი არის "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი კოლუმბიელზე ოთხი წლით უმცროსია, მაგრამ მას უკვე აქვს ევროპაში ელიტარულ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება.

ხვიჩა კვარაცხელია სათამაშო სტილითაც ძალიან ჰგავს დიასს. კვარაცხელიას უყვარს დრიბლინგი და წინ გარბის. ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიო ფეხბურთში, როდესაც საქმე ეხება ერთი-ერთზე თამაშს. რაც შეეხება დამაგვირგვინებელ ფაზას, აქ ის გაცილებით უფრო გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

თუ შედარებას გავაკეთებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 16 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაშინ როცა ლუის დიასმა 12 გოლში შეიტანა წვლილი.

გასულ თვეში "ლივერპულის" სპორტული დირექტორი რიჩარდ ჰიუზი გახდა, რომელსაც იტალიაში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს და შეუძლია ტრანსფერს ხელი შეუწყოს.

ის BT Sport-ის ექსპერტიც კი იყო, რომელიც აშუქებდა იტალიურ ფეხბურთს. ამიტომ მას კარგად ეცოდინება კვარაცხელიას შესახებ და შეიძლება ჰქონდეს რესურსი და ძალა, რომ ქართველი ფეხბურთელი "ენფილდზე" გადაბარგებაში დაარწმუნოს", - წერს rousingthekop.

ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში, "ნაპოლის" შემადგენლობაში ჩატარებულ 39 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები