Belive

ორი ტიტული ხუთ დღეში: ლაშა ოდიშარიამ და ლუკა სილაგაძემ ლატვიის ჩემპიონატი და თასი მოიგეს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა, ლაშა ოდიშარიამ და ლუკა სილაგაძემ ლატვიური "რფს-ის" შემადგენლობაში ხუთდღიან ინტერვალში ორი ტიტულის მოგება შეძლეს.

ქართველი შემტევების გუნდმა ჯერ 30 ოქტომბერს ქვეყნის თასის ფინალში "აუდას" (4:2) აჯობა და ტიტულს ისტორიაში მესამედ დაეუფლა, ხოლო 3 ნოემბერს "გრობინასთან" (2:0) სტუმრად გამარჯვებით ჩემპიონატის ოქროს მედლებსაც მესამედ დაესაკუთრა.

ქართველი ფეხბურთელების გუნდი ლატვიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალია და 2005 წელსაა დაარსებული. "რიგის საფეხბურთო სკოლამ" 2016 წელს რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში ადგილი მოიპოვა და მას შემდეგ 3 ტიტულის (ორი ზედიზედ) მოპოვება შეძლო. ამასთან ერთად, გუნდმა მოკლე პერიოდში ორჯერ ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა: ჯერ კონფერენს, ახლა კი ევროპა ლიგაზე.

ლუკა სილაგაძისა და ლაშა ოდიშარიას გუნდს ჩემპიონატში "რიგასთან" დერბი აქვს დარჩენილი, რის შემდეგაც სრულად ევროპა ლიგაზე გადაერთვება და ბელგიურ "ანდერლეხტს", ბერძნულ "პაოკს", ისრაელის წარმომადგენელ თელ ავივის "მაკაბის", ნიდერლანდურ ამსტერდამის "აიაქსს" და უკრაინულ კიევის "დინამოს" შეხვდება. ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში "რფს-ს" 3 ტურში 1 ქულა "გალათასარაისთან" ფრედ ნათამაშები მატჩის შედეგად აქვს მოპოვებული.

სხვა სტატიები