Belive

ბრაგასთან მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, "ბრაგასთან" სავარაუდოდ სათამაშო დროს მიიღებს.

საქმე ისაა, რომ გასული დღეების განმავლობაში გაციების სიმპტომების გამო 22 წლის ქართველი შემტევი სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა, მატჩისწინა საწვრთნელი სესაში კი მონაწილეობა მიიღო.

ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლელთა შემაგდენლობაში გუნდთან ერთად ივარჯიშა და იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ის სამატჩო განაცხადში აუცილებლად იქნება.

"ნაპოლი" "ბრაგას" საშინაო კედლებში, 13 დეკემბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. ქართველის გუნდს 7 ქულა აქვს და იმსიათვის, რომ ჯგუფიდან მეორე ადგილით გასვლა შეძლოს, მეტოქესთან ორბურთიანი სხვაობით არ უნდა დამარცხდეს.

სხვა სტატიები