Belive

გიორგი ქოჩორაშვილი: "ვიცით მატჩის მნიშვნელობაა, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, ლუქსემბურგთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"გუშინ დავიწყეთ შეკრება. მოხარული ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ ამ გადამწყვეტ ეტაპზე. ყველა მოტივირებულია, ვიცი, თუ რამხელა დონის თამაშია, თუმცა ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვემზადოთ ისე, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით", - თქვა "ლევანტეს" 24 წლის ნახევარმცველმა.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები