Belive

ბექა ბურჯანაძის ლეიმა კორუნამ მადრიდის რეალი დაამარცხა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ ტურში "ლეიმა კორუნამ" მადრიდის "რეალი" საოცარ მატჩში 86:85 დაამარცხა. ბექა ბურჯანაძის გუნდი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში წელს აღზევდა და სტარტიც შესანიშნავი გამოუვიდა.

"ლეიმა კორუნას" ბოლო შეტევა ჰქონდა დარჩენილი როდესაც 82:85-ს აგებდა, მაგრამ 2 წამით ადრე სამქულიანის ჩაგდებაც მოახერხეს და პლიუს ერთი საჯარიმოც ჩააგდეს, ამგვარად ახლადაღზევებულმა გუნდმა ლიგა ენდესაში გამოსვლა სენსაციურად დაიწყო.

ბექა ბურჯანაძემ 26:26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო), 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

ყველაზე მეტი 21 ქულა ფაკუნდო კამპაცომ ჩააგდო, "კორუნადან" კი ბრენდონ ტეილორი, მის ანგარიშზე 20 ქულაა.

"ლეიმა კორუნა" მომდევნო შეხვედრას 6 ოქტომბერს, "გრან კანარიას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები