Belive

ბექა ბურჯანაძემ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა | ლეიმა კორუნამ გაიმარჯვა

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, ლიგა ენდესაში მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც "ლეიმა კორუნამ" "ბასკეტ სარაგოსა" დიდი სხვაობით, 110:86 დაამარცხა.

ბექა ბურჯანაძემ 23:46 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

მატჩში ყველაზე შედეგიანები, 18-18 ქულით ბრენდონ ტეილორი და ტრეი ტომპკინსი იყვნენ.

"ლეიმა კორუნას" 6 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს (2 მოგება, 3 მარცხი) და მე-13 პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 3 ნოემბერს, 15:30 საათზე "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები