Belive

ტენერიფემ კორუნას მოუგო | ქართული დერბი შერმადინის გამარჯვებით დასრულდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-7 ტურის შეხვედრაში ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" გიორგი შერმადინის "ტენერიფესთან" 62:87 დამარცხდა.

გიორგიმ მატჩში 16:24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ კი 20:51 წუთი ითამაშა და 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი) და 4 მოხსნა დააგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა ბრუნო ფიტიპალდოს ჰქონდა, 19 კი მარსელინიო უერტასს.

ლიგა ენდესას ცხრილში "ტენერიფე" მე-3 ადგილზეა (5 მოგება, 1 მარცხი), მომდევნო ტურში გიორგი შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 14 ნოემბერს 00:00 საათზე "სენტ კვენტინის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლეიმა კორუნა" მე-15 ადგილზეა (2 მოგება, 5 მარცხი), მომდევნო ტურში ბექა ბურჯანაძის გუნდი, 16 ნოემბერს 21:00 საათზე "გრანადას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები