Belive

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ბექა ბურჯანაძის ლეიმა კორუნა დაამარცხა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) 29-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" 92:83 დაამარცხა.

ორივე ქართველ კალათბურთელს შედეგიანი მატჩი ჰქონდა, გიორგიმ 26:39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექას 9 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 17-17 ქულა ტიმ აბრომაიტისმა და მარსელინიო უერტასმა ჩააგდეს.

ლიგა ენდესას ცხრილში "ტენერიფე" 46 ქულით მე-2 ადგილზეა (23 მოგება, 6 მარცხი), მომდევნო შეხვედრას გიორგი შერმადინის გუნდი 1 მაისს, 15:30 საათზე "უნიკახას" წინააღმდეგ გამართავს.

ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" 12 ქულით ბოლო მე-18 ადგილზეა (6 მოგება, 22 მარცხი), მომდევნო მატჩში ისინი "სარაგოსას" დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 30 აპრილს 22:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები