Belive

აურელიო დე ლაურენტისი: "დიდი შეცდომა დავუშვი, კვარა ზაფხულში უნდა გამეყიდა"

20 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ანტონიო კონტეს ქართველის გუნდიდან გაშვება არ სურდა.

"გულშემატკივრები ჩემი მომხმარებლები არიან და მე მათთვის ვმუშაობ. მათი აზრი ყოველთვის უნდა გავითვალისწინო, მაგრამ პრეზიდენტის როლში ბალანსი უნდა შევინარჩუნო.

როცა ანტონიო კონტე მოვიდა, პსჟ-სგან და სხვა გუნდებისგან 200 მილიონი ევროს შეთავაზება მივიღეთ ოსიმენისა და კვარაცხელიას ერთად გაყიდვის შესახებ. კონტემ გვითხრა, რომ შეგვეძლო ოსიმენის გაყიდვა, მაგრამ მთხოვა, რომ კვარა არ გამეშვა.

ეს დიდი შეცდომა გახლდათ, რადგან შემდეგ დიდი პრობლემები შემექმნა კვარას მამასთან, რომელიც ასევე აგენტია. მას შეეძლო კონტრაქტის შეწყვეტა ფიფას რეგულაციების მე-17 მუხლის თანახმად, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მისი იანვარში გაყიდვა ჯობდა. კონტე ამ გადაწყვეტილებით უკმაფილო გახლდათ", - ამბობს აურელიო დე ლაურენტისი New York Time-თან ინტერვიუში.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გაკეთა. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში წაგების გამოკლებით, კვარამ ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

სხვა სტატიები