ოთარ კიტეიშვილი: "მარტივად არაფერი მოდის, ამიტომ გამოწვევებისთვის ვემზადებით"
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"სექტემბრიდან, უეფას ერთა ლიგის მატჩები გველოდება, სადამდეც მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს. ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ბაჰრეინთან შეხვედრა.
ერთა ლიგაზე მარტივი ჯგუფი არ გვაქვს, მაგრამ გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ. მარტივად არაფერი არ მიიღწევა. განსხვავებული ფორმატის პირობებში მოგვიწევს თამაში. შესაბამისად, დარჩენილ ამხანაგურ მატჩში კარგად გამოჩნდება თუ რამდენად მზად ვართ ამ ეტაპისთვის
გიზი მამაგეიშვილის ადაპტაციამ გრაცის შტურმში ძალიან კარგად ჩაიარა. ავსტრიაში მისით ყველა ძალიან კმაყოფილია და მგონია, რომ შემდეგი სეზონი კიდევ უფრო უკეთესი იქნება", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ივნისს უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.