Belive

"უახლოეს პერიოდში გუნდს შეიცვლის" - პორტუგალიაში ქოჩორაშვილზე საუბრობენ

7 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პორტუგალიური მედია საშუალება observador საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის სპორტინგის ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ საუბრობს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში გუნდს შეიცვლის და სავარაუდოდ, ესპანეთში დაბრუნდება.

"რაც შეეხება ფეხბურთელების წასვლას, გიორგი ქოჩორაშვილი, გასულ სეზონში ლევანტედან გადაყვანილი ქართველი ნახევარმცველი, უახლოეს დღეებში "ჟოზე ალვალადეს" დატოვებს. მისი წარმომადგენლისთვის მიღებულ შეთავაზებებს შორის, ყველაზე სავარაუდო ესპანურ გუნდში იჯარით გადასვლაა, რომელშიც გამოსყიდვის უფლებაც იქნება გათვალისწინებული", - წერს observador.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგში გასული სეზონი გაატარა და 26 მატჩში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღო, რა დროშიც 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები