as: "ბარსელონასა და ნაპოლის შორის კვარას შესახებ საუბარი შედგა"
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერული მომავლის შესახებ, პოპულარული ესპანური მედია საშუალება as.com სტატიას აქვეყნებს.
როგორც ესპანურ მედიაში აღნიშნავენ, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება "ბარსელონას" სურს და გასული კვირების განმავლობაში, ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
მხარეებს შორის, კონკრეტულად კი "ბარსასa" და "ნაპოლის" ხელმძღვანელებს შორის გასაუბრება შედგა და მათ პოტენციური ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. რაც შეეხება აურელიო დე ლაურენტისის მოსაზრებას, მას ამ ტრანსფერში სულ მცირე 130 მილიონი ევროს მიღება სურს.
პარალელურად, "ნაპოლის" სურვილი 2024/25 წლების სეზონიდან ახალი გუნდის აშენების პროექტია, რომელშიც საკვანძო ფიგურა სწორედ ხვიჩა კვარაცხელია და ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა იქნებიან.
ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში საბერძნეთთან (0:0, 4:2 პ.) მიიღო, "ატალანტასთან" წაგებული შეხვედრა კი (იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში, 0:3) გამოტოვა. უდიდესი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი 31-ე ტურში, "მონცასთან" სათამაშოდ მზად იქნება.
"ნაპოლი" "მონცას" 7 აპრილს სტუმრად შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.