გიორგი წიტაიშვილმა გრანადაში სამედიცინო შემოწმება გაიარა
Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მოთამაშე "გრანადას" ფეხბურთელი გახდება.
უახლესი ცნობის თანახმად, ქართველმა ფეხბურთელმა ანდალუსიურ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
2023/24 წლების სეზონში "გრანადა" ლა ლიგაში გამოდიოდა და ახლა რანგით ქვედა ლიგაში ითამაშებს. ტრადიციულად, ანდალუსიელები ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებენ.
გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" ანდალუსიურ გუნდში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს, ესპანელებს კი მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. ქართველ ფეხბურთელის ტიტულოვან უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
საქართველოს ნაკრების შემტევმა გასული რამდენიმე თვე "დინამო ბათუმში" გაატარა.