"არსენალი კიდევ ერთი სატრანსფერო რეკორდისთვის ემზადება" - კვარაცხელია ლონდონურ კლუბს დაუკავშირეს
ბრიტანული მედია აქტიურ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ლონდონის "არსენალში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ.
"შესაძლოა, "არსენალმა" თავისი ყველა დროის სატრანსფერო რეკორდი უკვე დაამყარა - მაგრამ მათ "ნაპოლის" ვარსკვლავის დასამატებლად, ეს შესაძლოა კიდევ ერთხელ გაიმეორონ.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, "არსენალი" შესანიშნავ მდგომარეობაშია "ნაპოლის" სუპერვარსკვლავის დასამატებლად.
ჩრდილოლონდონელებმა ამ ზაფხულს ყულაბა გატეხეს, რათა "ემირეითსზე" დეკლან რაისი ჩაეყვანათ და ეს მათ 116 მილიონი ევრო დაუჯდათ, რამაც მოხსნა არამხოლოდ "მეთოფეების" ოთხწლიანი, არამედ ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდიც.
მართალია, "არსენალი" პრემიერ ლიგის ელიტაში დიდად მხარჯველ კლუბად არ მიიჩნევა, თუმცა შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელოს, რომლის ღირებულებაც 9-ნიშნა რიცხვით განისაზღვრება.
Football Transfers-ის ექსკლუზივის თანახმად, მიკელ არტეტას გუნდს სკუდეტოს ამჟამინდელი მფლობელის ახალი სპორტული დირექტორის, მაურო მელუსოს იმედი აქვს, რომელიც წარსულში "სპეციაში" მუშაობდა და იაკუბ კივიორის ტრანსფერიც ამ პერიოდში განხორციელდა.
"მეთოფეები" შესაძლოა მოემზადონ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დასამატებლად", - წერს fourfourtwo.
ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა, 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.