Belive

il matino: "მხარეები შეთანხმდნენ, კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს"

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლისთან" დაახლოებული სამხრეთიტალიური მედია საშუალება il matino ვარაუდობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს.

აღნიშნული მედიის ინფორმაციით, ხელმოწერა მხოლოდ 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მოხდება. ნათქვამია ისიც, რომ 23 წლის ქართველი ვარსკვლავი და მისი წარმომადგენლები შეთავაზებულ პირობებზე თანახმანი არიან.

საქართველოს ნაკრების შემტევი "ნაპოლისთან" კონტრაქტს კიდევ 3 წლით გაახანგრძლივებს და მისი ანაზღაურება 5 მილიონ ევროზე მეტი იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/25 წლების სეზონი სერია A-ში წარმატებულად დაიწყო და მეორე ტურში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მის კარგ თამაშს არაერთი აღიარება მოჰყვა: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობა, Whoscored-ის ვერსიით სერია A-ს და ევროპის ტოპ 5 ლიგის სუმბოლურ გუნდებში მოხვედრა.

სხვა სტატიები