Belive

საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება

6 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ქალთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ჯგუფში გასამართი მატჩებისთვის ემზადება.

ირის ანტმანმა ანდორასა და კვიპროსთან გასამართი შეხვედრებისთვის ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა. ყვითელი ბარათების გამო მიღებული დისკვალიფიკაციის შედეგად, ანდორასთან მატჩში თეონა ბაქრაძე ვერ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი);

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ნათია ჯოჯუა (ელიტა, თბილისი) თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი);

საქართველოს ქალთა ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრებისთვის თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბაზაზე მოემზადება.

საქართველოს ქალთა ნაკრები ანდორას სტუმრად 30 მაისს, ხოლო კვიპროსს, 3 ივნისს სტუმრად შეხვდება, ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები