Belive

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს, კიტეიშვილი ვიცე-კაპიტანი იქნება

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სანაკრებო შესვენებისთვის თბილისში ემზადება, ჩვენი ნაკრების მეტოქე 26 მარტს ისრაელი იქნება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვა.

ნაკრების ოფიციალურის გვერდის ინფორმაციით საქართველოს კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი. აღსანიშნავია, რომ კვარამ ეროვნულ ნაკრებს 3 შეხვედრაში უკვე უკაპიტნა - ბულგარეთთან, თურქეთთან და ესპანეთთან. ოთარ კიტეიშვილმა კი კაპიტნის სამკლავური სომხეთის წინააღმდეგ მოირგო.

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

სხვა სტატიები