Belive

მატჩისწინა ვარჯიშზე: ისრაელის ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხანაგური მატჩის წინ, მეტოქე გუნდის ტრავმირებულთა რიგებს 20 წლის ფეხბურთელი შეემატა.

იარინ ლევიმ, თბილისში, მატჩისწინა ვარჯიშის დროს საზარდულის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩასატარებლად მიიყვანეს.

ისრაელური მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ბეითარ იერუსალიმის ცენტრალური ნახევარმცველი მატჩში მონაწილეობის მიღებას.

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გაიმართოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები