ანტონიო კასანო: "კვარას შემდეგ ნაპოლიმ ლუკმენის ტრანსფერი უნდა სცადოს"
17 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ვეტერანმა იტალიელმა ცენტრალურმა ფორვარდმა, ანტონიო კასანომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია, ქართველი ვარსკვლავის "პსჟ-ში" ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
"მილანის", "ინტერის", "რომას", მადრიდის "რეალისა" და იტალიის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი "ნაპოლის" კვარაცხელიას პოზიციაზე სწორი ფეხბურთელის მოსაყვანად რჩევას აძლევს.
"გარნაჩო კარგი ახალგაზრდაა, მაგრამ ის ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი არაა, "ნაპოლი" კი ისეთი გუნდია, სადაც მასზე ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
კვარას ტრანსფერში მიღებული 75 მილიონი ევრო რომ მქონდეს "ატალანტას" 45-დან 50 მილიონამდე და დამატებით ჯაკომო რასპადორის ტრანსფერს შევთავაზებდი და ადემოლა ლუკმენს წამოვიყვანდი. ამით ყველა ბედნიერი იქნება. ის 28 წლისაა და 2024 წლის ზაფხულში "პსჟ-ში" გადასვლასთან ახლოს გახლდათ, მაგრამ ახლა მათ კვარაცხელია დაიმატეს", - ამბობს ანტონიო კასანო.
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი "პსჟ-ს" შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, 25 იანვარს, "რეიმსთან" მატჩში შედგება.