პორტუგალიის ჩემპიონის B გუნდი და MLS-ის წარმომადგენელი: დინამოს მეტოქეები შეკრებაზე ცნობილია
6 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
დინამო თბილისი" 2025 წლის ეროვნული ლიგისთვის მოსამზადებელ შეკრებას პორტუგალიაში გადის.
საქართველოს 19-გზის ჩემპიონმა შეკრებაზე გასამართი ამხანაგური მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა, სადაც საინტერესო მეტოქეებს ვხედავთ.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონის, ლისაბონის "სპორტინგის" მეორე გუნდს, ასევე MLS-ის წარმომადგენელ "დალასს" და შვეიცარიულ "კრიენსს" შეხვდება.
"დინამო თბილისი" პორტუგალიაში თებერვლის შუა რიცხვებამდე გაჩერდება და ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებს, რომელში მეტოქეებიც ახლო მომავალში გაირკვევა.