Belive

ალექსანდრ გლები: "ხვიჩა კვარაცხელიას ბარსელონაში თამაში შეუძლია"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"შტუტგარდის", ლონდონის "არსენალის", "ბარსელონას", "ვოლფსბურგის" და "ბირმინგემის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ გლებმა საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ვეტერან ბელარუსს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელთაგან ვის შეუძლია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს, 42 წლის ფეხბურთელმა კი ერთ-ერთი სწორედ "ნაპოლის" 23 წლის შემტევი გამოარჩია.

"ასეთი ფეხბურთელი ბევრია. ფაქტობრივად, ხვიჩა კვარაცხელია არის ის მოთამაშე, რომელიც "ნაპოლიში" შესანიშნავად გამოიყურება და "ბარსელონაში"
თამაში შეუძლია. კატალონიელთა შემადგენლობაში ახლა თაობათა ცვლა მიმდინარეობს, მათ კი სათამაშო სისტემასთან კარგად მორგება და თავდაჯერებისა და ძალის შემატება შეუძლიათ", - თქვა 42 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა.

23 წლის ქართველ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები