გიორგი მიქაუტაძე: "ყარაბაღის თამაში მომეწონა, მაგრამ მომენტები ჩვენ უფრო გამოვიყენეთ"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალურ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს "ყარაბაღთან" ბრწყინვალე შეხვედრა გამოუვიდა. 24 წლის ცენტრალურმა ფორვარდმა "ლიონის" მაისურით, 90 წუთის განმავლობაში სადებიუტოდ ითამაშა, დუბლი შეასრულა და 2024 წელს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.
ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ლიონის" გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესოდ დაასახელეს, შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრობს.
"საწყისი ტაიმი ჩვენთვის რთული გამოდგა, მეორე ნახევარში კი მწვრთნელმა სტრატეგია შეცვალა და ამის გავლენა მოედანზე დავინახეთ. ასე უფრო მეტი გოლის გატანა მოვახერხეთ.
ბაქოში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით და შედეგს მივაღწიეთ. ჩვენთვის პრიორიტეტული არა ბევრი გოლის გატანა, არამედ გამარჯვების მოპოვება გახლდათ და ეს შევძელით.
"ყარაბაღი" ძალიან კარგი გუნდია, მათ გოლის გატანის უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩვენთვის კარგია, რომ მათ მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს. "ყარაბაღის" თამაშის სტილი ძალიან მომეწონა.
აქ ყოფნის დროს ბაქოს დათვალიერებაც შევძელით, ბაქო ძალიან მომეწონა, აზერბაიჯანის დედაქალაქი ძალიან ლამაზია და მის სანახავად აუცილებლად დავბრუნდები", - თქვა გიორგი მიქაუტაძემ.
ქართველმა ფეხბურთელმა "ლიონში" ორჯერ დუბლი შეასრულა, მის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გატანილი გოლი და 1 საგოლე პასია.